პროექტი
ოფიციალური აღწერა: გავრცელდება მოსახლეობაში, ყოველი თვის ბოლოს
გამოვა კედლის გაზეთი, მოსწავლეები აიღებენ ინტერვიუებს მოსახლეობისგან და გადაიღებენ
მოკლემეტრაჟიან ფილმას კვლევის შედეგებზე, ჩატარდება სასკოლო კონფერენცია "გაუფრთხილდეთ
ბუნებას", გამოცხადდება ფოტო და ნახატების კონკურსი და მოეწყობა შემეცნებითი ექვსკურსია
ფიზიოლოგიის ინსტიტუტში.
ო თემა:
პროექტის სახელწოდება: მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა სათემო აქტივობის
პრობლემების მოგვარებაში
პასუხისმგებელი არასამთავრობო
ორგანიზაცია:
აპლიკანტის სახელი
და გვარი: დოლიშვილი ნინო შოთას ასული
პროექტის ხელმძღვანლის
სახელი და გვარი, თანამდებობა:
სკოლის სახელწოდება:
აპლიკანტის დაბადების
თარიღი:
აპლიკანტის მისამართი
(ფაქტიური): საფოსტო ინდექსი:
ქალაქი:
მისამართი:
სახლის ტელეფონი:
მობილური ტელეფონი:
ელექტრონული ფოსტა:
პროექტის ხანგრძლივობა
(1-4 თვე):
ჩამოთვალეთ პროექტში ჩართული ყველა პიროვნება და
მათი კონკრეტული მოვალეობები: კლუბ ''ბურის''
წევრები, სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის თვითმართველობის წევრები,ორგანიზაციას გაუწევენ
პროექტის მსვლელობას.შექმნიან საინიციატივო ჯგუფებს.მოაწყობენ ეკო-კვირეულს,დაამზადებენ
ფრაერებს და დაარიგებენ.ეკოლოგიური პრობლემების მიზნით გამოვა კედლის გაზეთი. სოფლის
მოსახლეობიდან მოსწავლეები აიღებენ ინტერვიუებს,გადაიღებენ მოკლემენტაჟიან დოკუმენტურ
ფილმს. სადაც ასახული იქნება კვლევის შედეგები.ივანე ბერიტაშივილის ფიზიოლოგიური ინსტიტუტის
მეცნიერ თანამშრომლები ჩატარებენ სასმელი წყლის ლაბორატორიულ კვლევებს.
მოთხოვნილი თანხა
(დოლარი): 448.48
თანამონაწილეობის
თანხა (დოლარი): 1742.62
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა
მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება:
სახელწოდება
თარიღი წელი
როგორ შეიტყვეთ კონკურსის
შესახებ:
პროექტის
მოკლე აღწერა:
პროექტის მიზანი და
მოსალოდნელი შედეგები. მიზანი- მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა, თემში არსებული
პრობლემების მოგვარებაში, ადგილობრივ ხელისუფელბასთან თანამშრომლობით. მოსწავლე ახალგაზრდებში
ეკოლოგიური ცნობირების გაზრდა.
აქტიური მოქალაქის აღზრდა.
სოფლის მოსახლეობის ეზოებში ჩატარდება სასმელი წყლის
ჭების, წყაროს წყლის, ბურღის წყლის ლაბორატორიული გამოკვლევები, რამდენად უსაფრთხოა
ადამიანის ჯამრთელობისათვის.
შედეგები- გავიგებთ არის თუ არა სასმელი წყალი დაბინძურებული,
მიღებული იქნება ზომები.
სოფლის მოსახლება იცხოვრებს ჯანსახი ცხოვრების წესით.
საჭიროებების/პრობლემის
აღწერა (დეტალურად აღწერეთ ის პრობლემა, რომელსაც პასუხობს თქვენი პროექტის მიზანი: პრობლემა ისაა, რომ სოფლის მო სახლეობის სასმელი წყლის ჭებს, წყაროებს,ბურღის
წყალს, 15წელზე მეტია არ ჩატარებია ლაბორატორიული გამოკვლევა და არ არის ცნობილი რამდენად
უსაფრთხოა ის დასალევად. პროქტის მიზანია მეცნიერულად იქნეს შესწავლილი და ლაბორატორიული
კვლევის შედეგად დადგინდეს წყლის ვარგისიანობა.
ტრეინინგების და სემინარების საშუალებით მოსწავლეების,
მშობლებისა და ადგილობრივი თემის ჩართვა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცის დამკვიდრების
პროცესში.
რა
ღონისძიებები გატარდება აღნიშნული პროექტის მიზნის მისაღწევად:
იმისათვის, რომ უკეთ განვსაზღროთ,რამდენად აქტუალურია პრობლემა, სკოლის ადმინისტრაცია,
კლუბ ბურის წევრები, სკოლის თვითმართველობის წევრები, სოფელ მუხრანის ადგილობრივ ხელისუფლებასთან
ერთად ჩაატარებენ კვლევას.
კლუბ ბურის წევრებისა და მისი მშობლებისაგან შედგება
ხუთი ექვსკაციანი ჯგუფი, რომელიც გადაინაწილებს სოფლის ტერიტორიას.
1- ებრაელთა უბნიდან სოფლის ცენტრამდე.
2- ზარიაშვილების უბანი.
3- ღვინის ქარხნის უბანი.
4- მეურნეობის უბანი
5- ჯგუფს დაევალება სოფელში არსებული წყაროს და ბურღის
წყლის სინჯების აღება.
თვითოეული ჯგუფის წევრები ივანე ბერიტაშვილის სახელობის,
ფიზიოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებთან ერთად,ივლიან უბენბის მიხედვით. შევლენ
მოსახლეობის ეზოებში და აიღებენ სასმელი წყლის სინჯებს. წაიღებენ კვლევით ინსტიტუტში
და ლაბორატორიულად დაადგენენ ვარგისიანია, თუ არა წყალი დასალევად.
დაიგეგმება შემდეგი სახის ღონისძიებები:
გამოცხადდება ეკო- კვირეული. მოეწყობა საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილის ე.წ. სოფლის ბირჟის წყაროს წყლის, მიმდებარე ტერიტორის დასუფთავების
აქცია.
ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად
დასუფთავდება მდინარე ქსნის სანაპირო.
კლუბ ბურის წევრები დაამზადებენ ფრაერებს და დაურიგებენ
სოფლის მოსახლეობას "ვიცით კი რა ვსვავთ?" რომელიც პროპაგანდას გაუწევს ჯანსაღი
ცხოვრების წესს. ამით მოხდება საზოგადოების, მოსახლეობის, ინფორმირება დასახული მიზნის
შესახებ.
ეკოლოგიური პრობლემების პრევენციის მიზნით ყოველი
თვის ბოლო რიცხვში გამოვა კედლის გაზეთი.
სოფლის მოსახლეობიდან მოსწავლები აიღებენ ინტერვიუებს.
გადაიღებენ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს,სადაც ასახული იქნება კვლევის შედეგები.
ჩატარდება სასკოლო კონფერენცია.თემაზე^გაფრთხილდეთ ბუნებას''
გამოცხადდება ფოტო და ნახატების კონკურსი. მოეწყობა
სასწავლო შემეცნებითი ექსკურსია, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიურ ინსტიტუტში.
სადაც მეცნიერები მოსწავლეებს დათვალიერებინებენ კვლევით ლაბორატორიებს და გაცნობენ
სამეცნიერო ნაშრომებს. ივ. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლები
სკოლის მოსწავლეებს გააცნობენ კვლევებს '' მეიძლება, თუ არა მობილურ ტელეფონთან ერთად
ძილი''?
ვინ
არიან პროექტის ბენეფიციარები: სკოლის მოსწავლეები,პედაგოგები,მშობლები,ადგილობრივი
თემის წარმომადგენლები, ივ. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლები.
ჩამოთვალეთ
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე (მაგ.: პედაგოგები-20; მოსწავლეები-100; მშობლები-70): პედაგოგი 30, მოსწავლე 60, მშობლები 30,ადგილობრივი
თემის წარმომადგენელი 14,სოფლის მოსახლეობის წარმომადგენელი 500 ადამიანი.
ჩამოთვალეთ
ის შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას: მოსახლეობის
გულგრილობა.
აღწერეთ
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ: პროექტი დასრულების შემდეგ იქნება სიცოცხლისუნარიანი.სოფლის,
თემის, მოსახლეობა იცხოვრებს ჯანსაღი ცხოვრების წესით.
Комментарии
Отправить комментарий