პროექტი


პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია

საგრანტო თემა:         
პროექტის სახელწოდება:     'გავერთიანდეთ და ერთად დავიცვათშეზღუდული შესაძლებლობის მქონე უნარშეზღუდული,სოციალურად  დაუცველი ადამიანების უფლებები.
პასუხისმგებელი არასამთავრობო ორგანიზაცია:   
აპლიკანტის სახელი და გვარი:         dolishvili nino shota
პროექტის ხელმძღვანლის სახელი და გვარი, თანამდებობა:        
სკოლის სახელწოდება:        
აპლიკანტის დაბადების თარიღი:   
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური):           საფოსტო ინდექსი:
ქალაქი:  
მისამართი:  
სახლის ტელეფონი:  
მობილური ტელეფონი:       
ელექტრონული ფოსტა:       
                       
                        პროექტის ხანგრძლივობა
(1-4 თვე):       
 ჩამოთვალეთ პროექტში ჩართული ყველა პიროვნება და მათი კონკრეტული მოვალეობები:  .მცხეთის მუნიციპალიტის სოფელ მუხრანის ნიკო ბაგრატიონ (ბურის)სახელობის 1 საჯარო სკოლის კლუბ "ბურის"წევრები,სკოლის ადმინისტრაცია,ამავე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები,მშობლები,სკოლის თვითმართველობის წევრები , სოფლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლები,სოფ. მუხრანის პოლიკლინიკის ექიმები. ორგანიზაციას გაუწევენ პროექტის მსვლელობას,შექმნიიან საინიციატიო ჯგუფს, ჩაატარებენ კვლევას.
 1)მოიძიებენ რამდენი უნარშეზღუდული მოსწავლეა სკოლაში.
 2) მოიძიებენ რამდენი უნარშეზღუდულია სოფელში,თემში,
 3) მოიძიებენ სოფელ მუხრანში რამდენი უნარშეზღუდული სამშობლოსათვის მებრძოლი ცხოვრობს.
 მივლენ თითოეულის ოჯახში, გაიგებენ მათ პრობლემებს და აცნობებენ ადგილობრივ ხელისუფლებას. გაუწევენ შესაბამის დახმარებას.
 მოაწყობენ ერთ კვირიან საქველმოქმედო აქციას,სადაც გამოიფინება:ხელნაკეთი ნივთები. სათამაშოები,ნახატები.ყოველი თვის ბოლოს გამოვა კედლის გაზეთი , სადაც გაშუქდება პროექტის მსვლელობა. მოსწავლეები სოფლის მოსახლეობიდან აიღებენ ინტერვიუებს.მოუწოდებენ მათ ქველმოქმედებისაკენ. გადაიღებენ მოკლე მეტრაჟიან ფილმს.
მოთხოვნილი თანხა (დოლარი):      448.48
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი):        1255.35
 მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება:    
 სახელწოდება
 თარიღი  წელი
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ:      
 სხვა წყარო: 
 პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები.    პროექტის აღწერა:
 1.მიზანი: გავერთიანდეთ და ერთად დავიცვათ უნარშეზღუდული ადამიანების უფლებები.
 მოსწავლე ახალგაზრდებში ,თემში არსებულ უნარშეზღუდულ ადამიანთა ინტეგრაცია საზოგადოებაში.
 აქტიური და ტოლერანტი მოქალაქის აღზრდა.
 ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილ სოფელში მცხოვრებ თანატოლ უნარშზღუდულებს,თემში , მცხოვრებ სამშობლოსათვის მებრძოლ გმირებს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის,ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიის წევრებს . მოვიწვევთ სკოლაში, სადაც მათ დახვდებათ კეთილგანწყობილი და პატივისცემით გამსჭვალული ადამიანები. შედეგი- დავეხმარებით მათ საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის.'' ჩვენ თქვენს გვერდით ვართ'' ეს არის ჩვენი დევიზი .


 ვესტუმრებით საპატრიარქოსთან არსებულ უნარშეზღუდულთა სახლს, სადაც წავიყვანთ ჩვენი სოფლის უნარშზღუდულ მოქალაქეებს.

 .დავმეგობრდებით,წარმოიშვება ურთიერთპატივისცემა,გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები,აღარ მოერიდებათ მათ საზოგადოებაში გამოჩენა. მოეხსნებათ ყოველგვარი შიშის კომპლექსი, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას საზოგადოებასთან.
 საჭიროებების/პრობლემის აღწერა (დეტალურად აღწერეთ ის პრობლემა, რომელსაც პასუხობს თქვენი პროექტის მიზანი:     უნარშეზღუდული ადამიანები არ არიან საზოგადოებაში ინტეგრირებულები, უჭირთ მათ საზოგადოებასთან ურთიერთობა,ამიტომ ჩვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა დაეხმაროს მათ საზოგადოებასთან ურთიერთობაში.მათ სჭირდებათ ,როგორც მორალური ისე ფინანსური დახმარება. ეზღუდებათ გადაადგილების საშუალება, რადგანაც ტრქნსპორტში არ არის ეტლის ასასვლელი.მათი გამოჩენა იწვევს გაკვირვებას და სიბრალურს. ორგანიზაციებსა და სკოლებს არა აქვთ შესასვლელი პანდუსები. ამ პროექტის საშუალებით უნარშეზღუდული ადამიანების არსებული პრობლემები გახდება საჯარო და მის გადაჭრის გზებზე უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდება.
 რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული პროექტის მიზნის მისაღწევად:         დაიგეგმება შემდეგი სახის ღონისძიებები: იმისთვის რომ უკეთ განვსაზღვროთ,რამდენი უნარშეზღუდული ადამიანი ცხოვრობს ჩვენ თემში, კლუბ ''ბურის'' წევრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩაატარებენ კვლევას.შეიქმნება სამი ჯგუფი.
 1. ჯგუფი მოიძიებს სკოლაში არსებულ უნარშზღუდულ მოსწავლეებს.
 2. ჯგუფი მოიძიებს სოფელში ,თემში არსებულ უნარშეზღუდულ მოქალაქეებს.
 3. მესამე ჯგუფი მოიძიებს სოფელში მცხოვრებ უნარშეზღუდულ მებრძოლებს. --დამზადდება და დარიგდება სოფლის, თემის , მოსახლეობაში ბუკლეტები, რომელიც აუმაღლებს მათ სამოქალაქო ცნობიერებას და მოუწოდებს აქტიური ქველმოქმედებისაკენ. სკოლისა და კულტსახლის ერთობლივი ძალებით ჩატარდება კონცერტი, სადაც მოწვეული იქნება რაიონის დეპუტატი ბატონი დიმიტრი ხუნდაძე,მცხეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები , კომპანია ''ლიდერფუდის'' მეპატრონე ბატონი დ. ზეიკიძე. ''შატომუხრანის'' გენერალური დირექტორი, ბატონი პიტერ დანიელ სვეტილიჩი. მუხრანის მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორი ბ-ნი ელგუჯა ნოზაძე. პარალერულად დარბაზში მოეწყობა ფოტო, ნახატების გამოფენა.დავდგავთ საქველმოქმედო ყუთს, შემოსული თანხა ადგილზევე გადანაწილდება და დაურიგდება უნარშზღუდულ ადამიანებს.-საღამოს გაიმართება ალაფუშეტი. მოეწყობა ექსკურსია მარშუტით ,მცხეთა თბილისი .სადაც მოსწავლეები დაათვალიერებენ ქალაქის ღირშესანიშნაობებს, ნახავენ მათთვის საინტერესო კინოფილმს. ესტუმრებიან ზოოპარკს. ეწვევიან საპატრიარქოსთან არსებულ უნარშეზღუდულთა სახლს. --
 ჩატარდება ტრეინინგი თემაზე;''ჩემი უფლებები"

 პროექტის ფარგლებსი სკოლის შესასვლელს , გაუკეთდება პანდუსი ,რითაც უფრო გაუადვილდებათ გადაადგილება უნარშეზღუდულ მოსწავლეებს.
 და ბოლოს ჩატარდება პროექტის პრეზენტაცია ,სადაც მოწვეული იქნებიან ის საპატიო სტუმრები, რომლებიცც გაუწევენ მათ პროექტის ფარგლებში გარკვეულ დახმარებას. სოფლის პოლიკლინიკის ექიმები უფასო გამოკვლევას ჩაუტარებენ თემში მცხოვრებ უნარშეზღუდულ ,სოციალურად დაუცველ ადამიანებს.
 ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები:          პედაგოგი 30. მოსწავლე 100. მშობელი 60.ადგილობრივი თემის წარმომადგენელი 15.ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი 5.სოფლის კულტსახლის წარმომადგენელი 8.
 ჩამოთვალეთ აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე (მაგ.: პედაგოგები-20; მოსწავლეები-100; მშობლები-70):   სკოლი მოსწავლეები,ადმინისტრაცია, პედაგოგები,მშობლები, ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი,სოფლის კულტსახლის ხელმძღვანელობა. კლუბ ''ბურის'' წევრები.
 სოფლის პოლიკლინიკის ექიმები. 6.
 ჩამოთვალეთ ის შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას:      პროექტის დაუფინანსებლობა,მოსახლეობის გულგრილობა. პროექტის დასრულების შემდეგ , კვლავ გავაგრძელებ დაფინანსების მოპოვებას აღნიშნული პროგრამის ფარგლებში.
 აღწერეთ პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ:     პროექტი დასრულების შემდეგ, იქნება სიცოცხლისუნარიანი. სოფლის თემის მოსახლეობას ეცოდინებათ და შეძლებისდაგვარად იზრუნებენ სოფლეში მცხოვრებ უნარშეზღუდულ ადამიანებზე.

 მოხდება მათი ინტეგრაცია საზოგადოებში.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პროექტი